კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი წყალტუბოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი, დავით წულაია, გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, კარდილოგს ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და ის კლინიკაში მკურნალობდა.

მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა. 

"დათო წულაია ათეული წლები ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას. იყო პროფესიონალი ექიმი, ღირსეული პიროვნება და ერთგული მეგობარი. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყნას", - ამბობენ მედიკოსის კოლეგები.

შეგახსენებთ, რომ ეს კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. მათ შორის გუშინ ქუთაიში 62 წლის ეპიდემიოლოგი, ლია შეკილაძე, დაიღუპა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი