ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი, ლია შეკილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა. 

ექიმის მდგომარეობა თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით კი დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, 27 ნოემბერს გვიან ღამით გარდაიცვალა.

"უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კორონავირუსით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, მეგობარი, კოლეგა, დედა, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე", - წერს NCDC.

იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუდის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი