ოპოზიცია ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ შეხვედრების ფორმატის გაუქმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სქაქართველოს, ავიარეისების აღდგენის სანაცვლოდ, გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ საერთოდ გაუქმდეს ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ოკუპნტი ქვეყნის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას.

ჟენევის საერთაშორისო ფორმატი საერთოდ ჩააჩოჩა ამ ფორმატმა და პირისპირ ვრჩებით ოკუპანტ ქვეყანასთან, რაც დაუშვებელია. ამასთან, უნდა გასაჯაროვდეს ამ შეხვედრების სრული ჩანაწერი - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიოძე.

როცა ჩვენ დავრჩებით ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ, ის აუცილებლად დაგვჩაგრავს. შეხედომ რუკაზე, რამხელაა რუსეთი დას რამხელაა საქართველო. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი, - ამბობს გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი.

ცნობილია, რომ ავიარეისების სანაცვლოდ რუსეთმა მოითხოვა, შემწყდარიყო ანტირუსული გამოხტომები რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან, რაზეც ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ საქართველოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა რუსი ტურისტების მიმნართ ვინმეს აგრესია გამოეჩინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი