რა იციან მირიან თაზიაშვილის, ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის ოჯახებმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მათი ნათესავების შესახებ და იმის შესახებ, როგორ მუშაობს და რას აკეთებს ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად - ამ დრომდე მირიან თაზიაშვილის ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია, შესაბამისად, ოჯახმა არ იცის, როდის უნდა ჩატარდეს მისი სასამართლო.
ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი ფეხში დაჭრეს. თავდაპირველად ოჯახს ხელისუფლება უკავშირდებოდა და ზაზა გახელაძის მალე გათავისუფლებასაც ჰპირდებოდა, მაგრამ ამაოდ.
არაფერი ვიცით იმის გარდა, რომ 23-ში ჰქონდა სასამართლო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ ჩაატარეს ეს სასამართლო პროცესი, - ამბობს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრი.
გენადი ბესტაევი ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, ხოლო გენადი ბესტაევს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.