ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილურები იყიდეს

გამოქვეყნდა:

ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილური ტელეფონები იყიდეს. მუნიციპალიტეტის მერია ტელეფონებს მუდმივად კონკურსის გარეშე, გამარტივებული წესით ყიდულობს - შემსყიდველი პირდაპირ იმასთან აფორმებს ხელშეკრულებას, ვინც თავად უნდა. 

"სამსახურის საქმეებისთვის გვჭირდება. ეს პრაქტიკა არსებობს ისედაც - პირველად გაიგეთ?!" - ამბობს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის უფროსი, დავით დევდარიანი.

ოპოზიციის შეფასებით, ხარაგაულში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. 

"ამაზრზენია, უტიფრობა და საზიზღრობაა, როდესაც ადამიანები შიმშილობენ და ბიუჯეტის ფულით ყიდულობ მობილურს. სისხლის სამართლის დანაშაულია ეს. ამ მდგომარეობაში ვიქნებით სულ, თუ არ ამოვიღებთ ხმას", - ამბობს გოგი წულაია. 

ცნობისთვის, 2015 წლიდან დღემდე ხარაგაულის საკრებულომ 35 მობილური შეიძინა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი