შეზღუდვების ამოქმედებიდან მეორე დღეს მოქალაქეები სამსახურების დატოვებაზე საუბრობენ და ამის მიზეზად პირადი ავტომობილის არქონას ასახელენ. გამოსავალს ისინი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგში და არა სრულად აკრძალვაში ხედავენ.
"სამსახური ბევრმა დაკარგა ამ ყველაფრის გამო იმიტომ, რომ ვერ გადაადგილდება ფიზიკურად, მე ველოსიპედით ვმოძრაობ, იმიტომ რომ ტაქსის ფული არ მაქვს. ხალხს რომ გაუჭირდა გადაადგილება და ზოგს იმის ფული არ აქვს, რომ ტაქტით იმოძრაოს და ცხოვრობს სამსახურიდან შორს, იმისთვის ძალიან რთულია", - ამბობს მოქალაქე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 28 ნოემვრიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა.