30 გარდაცვლილი და 24 დაშავებული სამხედრო - ავღანეთში ავტომობილები ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

ავტომობილების აფეთქებას ავღანეთის პროვინცია ღაზნში 30-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა. ღაზნის საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, მის საავამყოფოში გადაყვანილი 30 გარდაცვლილი და 24 დაშავებულიდან ყველა დაცვის სამსახურის წევრია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, თარიქ არიანმა, ავტომობილების დაბომბვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა შესაძლო მიზანსა და მიზეზზე ინფორმაცია არ გაუცია. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი