ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს ახლა უკვე სახლში უმკურნალებენ. მთავრობამ ახლი სამოქმედო გეგმა გაახმაურა. 22 მარტიდან ქვეყანაში კოვიდ 19-ზე აგრესიული ტესტირება დაიწყება.
საქართველო კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლას კორეული მეთოდით იწყებს. კოვიდ 19-ზე გამოიკლევენ ყველა პაციენტს, ვისაც კი საეჭვო სიმპტომი ექნება. აგრესიული ტესტირების მეთოდის დანერგვის გადაწყვეტილება დღეს სააკოროდინაციო საბჭოზე მიიღეს. 22 მარტამდე საქართელოში სწრაფ ტესტები უნდა ჩამოვიდეს. ის ვირუსის არსებობას ორგანიზმში 15 წუთში დაადგენს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაფერი ქვეყანაში თავდაყირა დგება. მთავრობა ინფიცირეულთა რიცხვის ზრდას ელოება, ამიტომ შეკავების ეტაპზე არსებული ბრძოლის მეთოდები იცვლება. ახლა თუ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდება და მისი მდგომარობა მძიმე არ იქნება, სახლში დარჩება, ტელეფონით ოჯახის ექიმთან იკონტაქტებს და ოჯახურ პირობებში იმკურნალობს ისე, როგორც მაგალითად სეზონური გრიპის დროს.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ჟურნალისტები ბოლოჯერ შეუშვეს, ხვალიდან ბრიფინგები მედიის გარეშე გაიმართება. კორონავირუსი საფრთხის გამო, მინისტრებიც და მათი მოადგილეები ცარიელ საკონფერენციო დარბაზში ისაუბრებენ, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი კამერა გადაიღებს და ყველა ტელევიზიას მიაწვდი.
პრემიერი დილიდან მინისტრებს ჯგუფ–ჯგუფად ხვდებოდა, ყველაზე ხმაურიანი ეკონომიკურ გუნდის და გიორგი გახარიას შეხვედრა აღმოჩნდა. პრემიერ–მინისტრი, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ ბიზნესი და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობენ, დღეს მწვავე იყო. გახარიამ ბიზნესის ერთი ნაწილი კორონაპანიკის დროს ფულის კეთებაში დაადანაშაულა.
სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ყველაზე მდუმარე მინისტრი იყო, ბინზესს დაემქურა – თუ ბაზარზე სპეკულაციური ფასები იქნება, კომპანიების ოფისში სტუმრად სამართალდამცველები მივლენ.
ხელისუფლებამ დღეს ის 7 პირველადი მოხმარების პროდუქტი დაასახელა, რომელიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია და რომლის დეფიციტიც კორონავირუსის კრიზისის პირობებში არ შეიქმნება. ეს პროდუქტებია - ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, ფქვილი და რძის ფხვნილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ძირითად მომწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ, რომ ლარსის საბაჟოდან პროდუქტების შემოტანა არ გართულდეს.