ფიტნეს კლუბ Reformerfitness შსს-ს წარმომადგენლები შევიდნენ. პოლიცია ამბობს რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. ადგილზე იმყოფებიან ფიტნეს კლუბის თანამშრომლებიც. პოლიცია ამბობს, რომ დაწესებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Reformerfitness ადმინისტრაცია ინფორმაციას ფეისბუქ ლაივის საშუალებით ავრცელებს. 

სამართალდამცველები ამბობენ, რომ კლუბი აკრძალულ ეკონომიურ საქმიანობას ახორციელებს და გამოძიება 248-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც  ლიკვიდაციას, ჯარიმას ან საქმიანობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "ლოქდაუნის" პირობებში გამოცხადებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს. Reformerfitness-ში დღეს "გირჩის" ლიდერი მივიდა და თქვა, რომ კლუბი იქირავა როგორც ბინაის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებული სტუმრების მასპინძლობას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი