თბილისში დამიკეტეს დარბაზი და აქ ვაგრძელებ ვარჯიშს - შრომის ინსპექციის სადამსჯელო ღონისძიებები

გამოქვეყნდა:

"ლოქდაუნის" გამოცხადებიდან მეორე დღესვე ქვეყნაში 2 ათასზე მეტი დაწესებულებას, ფიტნეს და ღამის კლუბებს საქმიანობა შეუჩერდა. თითქმის სამი ათას ობიექტს გაფრთხილება მისცეს.

შრომის ინსპექციამ აკრძალული საქმიანობისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის თბილისსა და ბათუმში. ერთერთია ფიტნეს კლუბი "რეფორმერი", რომელიც დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.

 ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესბეული სტუმრების მასპინძლობას აპირებს.

"ეს არის ერთადერთი სავარჯიშო დარბაზი, რომელიც ფუნქციონირებს და მე ჩამოვედი თბილისიდან და ეს არის პოლიტიკური აქტი რომ მხარში დავუდგე, და მე ვვარჯიშობ თბილისში და დამიკეტეს დარბაზი და  ვაგრძელებ აქ, ეს ყველაფერი ვიქირავე, ჩემი ბინაა და ვარჯიში ვისაც გინდათ შეგიძლიათ მესტუმროთ მოხვიდეთ, აქ ჩემთან და გიორგისთან სტუმრად და ივარჯიშოთ რამდენიც გინდათ," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე 

ჯარიმის გადახდას არ აპირებს თბილისში არსებული, DaHouse ბარი, რომელიც ახალა ხმის ჩამწერ სტუდიად არის გადაკეთებული, თუმცა შრომის ინსპექციამ გუშინ გვიან ღამით 10 000 ლარით დააჯარიმა. 

"ჩვენი შ.პ.ს რეგისტრირებული არის, როგორც ხმის ჩამწერი სტუდია. ვახორციელებთ ხმის ჩაწერას სხვადასხვა არტისტებისთვის და ახლაც მიმდინარეობს ჩაწერა. მოითხოვეს შიგნით შემოსვლა, ვერ დაგვისაბუთეს, რომელი მუხლით, ან რის საფუძველზე შემოდიოდნენ. დაგვიწერეს 10 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიურ საქმიანობას," - ამბობს DaHouse-ის წარმომადგენელი 

სახელმწიფოს მიერ დადგენილინ ახალ შეზღუდვებს არ ემორჩილება არც Holoseum 

ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები. Reformerfitness-ს მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მუზეუმი ავრცელებს.
 

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეაჩერებინა. შემოსავლისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლების თქმით, მათ გარკვეული ობიექტები დააჯარიმეს მთავრობის დადგენილების 322-ე დადგენილებით, რაც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას. მათივე განმარტებით, ეს პირები ამ დარღვევას თუ განმეორებით ჩაიდენენ შესაძლოა მოხვდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, 268-ე მუხლით. 

ცნობისთვის,28 ნოემბრიდან - მეორე "ლოქდაუნის" პირობებში - საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი