პოლიციელებით სავსე ბათუმის ქუჩა ფიტნეს დარბაზის დასახურად, ასეთი სიგიჟეა - ზურა გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ზურა გირჩი ჯაფარიძე, ბათუმიდან, სადაც მან ფიტნეს ცენტრი Reformerfitness ბინად იქირავა - Facebook-ის ლაივში ადგილზე მყოფი, 2 რიგად დამდგარი პოლიციელების მანქანების კოლონას აჩვენებს, რაც თითქმის მთელ ქუჩას მოიცავს.

"ეს ხდება 21-ე საუკუნეში ბათუმში, ფიტნეს ცენტრის დასახურად, სადაც 18 ადამიანი უკვე დატოვეს უმუშევრად. ეს რომ სადმე ვინმე მოუყვე არავინ არ დაგიჯერებს, რომ ასეთი სიგიჟე ხდება, მაგრამ აი ამდენ ხალხს, ქვეყანაში, სადაც ყველაფერს დედა აქვს ნატირები, დღეში 2 ბანკი გააქვთ, მთელი აჭარის პოლიცია მობილიზებულია იმისათვის, რომ დახურონ ფიტნეს დარბაზი, სადაც ადამიანები ვარჯიშობენ." - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ფიტნეს ცენტრი Reformerfitness აკრძალული საქმიანობისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა, "რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს. ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესბეული სტუმრების მასპინძლობას აპირებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი