საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 113 986 გახდა. 

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რიცხვზე ნაკლებია. 

ასევე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით დამატებით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 135 584 
  • გამოჯანმრთელებულია - 113 986 
  • გარდაცვლილია - 1 267 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 383
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი