ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებული ბლოგერი ჯეფრი სილვერმანი თბილისშია. სილვერმანი რუსული სახელისუფლებო მედიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და მას სპეციალისტები პეტერბურგის ტროლების ფაბრიკის ერთ-ერთი მთავარ გმირად მიიჩნევენ. ის უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.
კრემლის პოლიტიკის იდეოლოგი საქართველოში განათლების სამინსიტროს ერთ-ერთი პროექტის მოხალისე მასწავლებელია და სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლის.
ირკვევა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, სადაც ვალდებულები არიან კონკურსანტების შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობდნენ, სილვერმანის რუსულ კავშირებზე მედიიდან მხოლოდ დღეს შეიტყვეს.
მედიის განვითარების ფონდში სილვერმანის საქმიანობის შესახებ მრავალგვერდიანი კვლევა აქვთ მომზადებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბლოგერის რუსული კავშირების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია საჯაროა.
რატომ უქმნის საქართველოს ხელისუფლება სასათბურე პირობებს სტრატეგიული მოკავშირის მიერ დაბლოკილ ბლოგერს? მას შემდეგ რაც მედიის განვითარების ფონდმა სილვერმანის შესახებ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა,საკითხის მოკვლევა პროფესიული გადამზადების ცენტრში დაიწყეს. გახდება თუ არა სილვერმანის რუსული კავშირები მისი პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების საფუძველი, მოკვლევის შემდეგ გაირკვევა.