კარტოგრაფებს თავდებში 214 ადამიანი უდგება - სასამართლო პროცესი დაწყებულია

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს და დაპატიმრებულები თავდების სახით გათავისუფლდნენ. როგორც ისინი ამბობენ, კარტოგრაფებს თავდებში 200-ზე მეტი ადამიანი უდგება. 

უფლებათადამცველები ამბობენ, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის უდანაშაულბის დასამტკიცებლად დღეს რუკებთან დაკავშირებით ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნასაც წარადგენენ.

"სასამართლოს ვთავაზობთ დაახლოებით 200 ადამიანის თავდებობას. ჩვენ წარვადგენთ სასამათლოში ექსპერტიზის დასკვანსაც, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო რუკები კარტოგრაფიულად უვარგისია", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

"214  ადამიანი დათანხმდა დაკავებულების თავდებობას - ისინი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ მათი პატიმრობა უკანონო და დაუსაბუთებელია", - თქვა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძეც, მივიდა. 

"გათავისუფლების დიდი იმედით ვარ მოსული. დიდი მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მათ თავდებში დაუდგა", - ამბობს სულაძე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს - მას ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებიან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი