დღეს, 11 საათზე საქალაქო სასამართლოს წინ კარტოგრაფების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პარალელურად, სასამართლოს წინ დღეს, 11:00 საათზე აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წევრები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

აქციის მთავარი სათქმელი და მოთხოვნა გარეჯის საქმეზე დაკავებული პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებაა. შეკრებილები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსამართლეს, იყოს გავლენებისგან თავისუფალი და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. 

"კარტოგრაფები ბინძური და ამაზრზენი წინასაარჩევნო  კამპანიისთვის დააკავა ხელისუფლებას და ახლა წარმოადგენენ ივანიშვილის მძევლებს. რომ გითხრათ, იმედი არ მაქვს, ივანიშვილის სასამართლო არ შეასრულებს ოლიგარქის ნებას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოძე. 

აქვე - სწორედ დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა კარტოგრაფებს პატიმრობაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი