ბათუმში კვლავ ხმაურია - ოპოზიციონერ ელგუზა ბაგრატიონს საცხოვრებელ კორპუსში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში კვლავ ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან - ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, ელგუჯა ბაგრატიონი, მთავრობის სახლის ეზოსთან არსებულ საცხოვრებელ კორპუსში აპირებდა შესვლას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კოტე ანანიაშვილი, ამბობს, რომ აჭარის მთავრობის სახლთან კორპუსებში მცხოვრებლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ელგუჯა ბაგრატიონს კორპუსში არ შეუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ხმაური ბათუმში დღეს დილითაც იყო - აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის 1 თვეა მოსახლეობასთან არ ჩნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი