ფიტნესკლუბ Reformerfitness-ის საქმეში "საია" ჩაერთო

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის ფიტნესკლუბის - Reformerfitness-ის - საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო.

"საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია. მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახამოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოსპარლამენტის, და არა მთავრობის მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ფიტნესკლუბი დალუქა.  

აქვე - ფიტნესკლუბი გუშინ "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ბინად იქირავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი