კარტოგრაფების საქმე - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთში გაირკვევა დატოვებს თ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში მოსამართლე სათათბიროდაა გასული.

დაკავებულებს თავდებში 214 ადამიანი უდგება, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. უფლებადამცველები მელაშვილისა და ილიჩოვას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლოზე წინასწარი პატიმრობის გადახედვის აუცილებლობა მას შემდგ დადგა, რაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და  წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.

სასამართლო პროცესის პარალელურად დაკავებული მეცნიერების მხარდასაჭერად საქალაქოსთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც მელაშვილისა და ილიჩოვას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. 

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი