ბათუმში პოლიციამ ირაკლი ჩხვირკვია დააკავა - ხელისუფლებამ აქციაზე პროვოკატორები მიაგზავნა

გამოქვეყნდა:

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება - მოქალაქეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. ადგილზეა პოლიციაც.

დღის განმავლობაში ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, შედეგად 3 მოქალაქე დაშავდა, სამართალდამცავებმა 1 ადამიანი დააკავეს. დაკავებული აქტივისტი, ირაკლი ჩხვირკვიაა, მას უკავშირდება 4 წლის წინ ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები, მაშინ, სამართალდამცავები ირაკლი ჩხვირკვიას ჯგუფური არეულობის ორგანიზებას ედავებოდა, ამჯერად კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას. 

პოლიციასთან ერთად დღეს ბათუმის ცენტრში ხელისუფლების ინტერესებს პროვოკატორებიც იცავდნენ, ვის გამოჩენასაც ადგილზე ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა, ადგილზე მივიდა "ოცნების" მხარდამჭერი, რომელიცი შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდა, მოგვიანებით კი, ის სამართალდამცავებმა ტარიტორიიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ხმაური ბათუმში დღეს დილითაც იყო - აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. უკვე ერთი თვეა აქციის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩენვებს ითხოვენ. 

მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენელი, ელგუჯა ბაგრატიონი, საცხოვრებელ კორპუსში არ შეუშვეს, რამაც ასევე დაპირისპირება გამოიწვია. 
 

ავტორი: თეა ვარშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი