ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა ნახეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცი 28 ნოემბერს უნდა გაეწერათ, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.