მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ საქართველში კორონავირუსის შესახებ ყველა ინფორმაცია დახურულია. ის ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის მართვის სტილს საბჭოთა კავშირს ადარებს.
გადაცემა "დღის სტუმარში" კვკასიძემ საწოლფონდზე ისაუბრა:
რა საწოლებზეა ლაპარაკი კრაოტებზე, თუ საავადმყოფოს საწოლებზე, რომელსაც აქვს თავისი ჟანგბადით მომარაგება, თავისი სასუნთქი აპარატი რომელსაც ჰყავს თავისი ექთანი.
ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩერნობილის ამბავი საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ 3 კვირის მერე გაიგო და ზუსტი ციფრები, რამდენი ადამიანი დაშავდა, გარდაიცვალა, გადაასახლეს, ეს გაირკვა წლების შემდეგ, აი ზუსტად ესე იმართება დღეს კოვიდი საქართველოში, დახურულია ყველა ინფორმაცია. ზუსტად, საბჭოთა კავშირის მართვის სტილია დღეს კოვიდის," - ამბობს გიორგი კავკასიძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავადმყოფოებს 8 241 საწოლის მოწოდების რესურსი აქვთ, საიდანაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა 564-ია. რაც შეეხება ფილტვის ხელოვნურ ვინტილატორს, ტიკარაძის მონაცემებით, თავისუფალია 430.