მსოფლიოში საწოლბრუნვა დეფიციტურია - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავადმყოფოებს 8 241 საწოლის მოწოდების რესურსი აქვთ, საიდანაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა 564-ია. რაც შეეხება ფილტვის ხელოვნურ ვინტილატორს, მათი თავისუფალი რაოდენობა არის 430.

"საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად, არ არსებობს ასეთი ცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოლფიოში, ძირითადად, საწოლბრუნვა დეფიციტურია. აქედან გამომდინარე, ქვეყანა განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს ან იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც საჭიროა საწოლფონდის დამატება და ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთვა. სხვა შემთხვევაში, ამას ჰქვია არარაციონალური გამოყენება სახელმწიფო რესურსის", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

მინისტრის თქმით, ახლა საქართველო სწორედ 85%-ზეა, ამიტომ 100 საწოლის დამატება უკვე მოხდა.

ამასთან, როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, დღეს პრეპარატი "რემდისივირის" მოწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება და მას საქართველო, დაახლოებით, 2 კვირაში მიიღებს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პრეპარატი "რემდესივირი" კორონავირუსის მკურნალობის პროცესში არაეფექტურია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი