ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირების დროს დაკავებული ირკალი ჩხვირკვია მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა.
ირაკლი ჩხვირკვიას სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.
აჭარის მთავრობის სახლთან ერთი თვეა პროტესტი არ შეწყვეტილა. მოსახლეობა და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას არ ეგუება და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.