ბათუმი დაპირისპირების ეპიცენტრია - არიან დაკავებულები და დაშავებულები, რიჟვაძე კი იმალება

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილის დაკავებით დასრულდა. ირაკლი ჩხვირკვიას პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 

დაპირისპირება კი აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე წარწერიანი ბუშტები მიიტანეს და თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან გაუშვეს. 

სამართალდამცველებმა ბუშტები ჩამოხსნეს. დაპირისპირების დროს დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

აჭარის მთავრობის სახლთან ერთი თვეა პროტესტი არ შეწყვეტილა. მოსახლეობა და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას არ ეგუება და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

დღეს მომიტინგეებს ქობულეთის სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც შეუერთდა, რომლებსაც 10 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და პრობლემაზე სასაუბროდ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ხალხს საკუთარ კაბინეტში დაემალა და დაცვა სამართალდამცველებს დაავალა.

ოპოზიციის ერთ ერთ ლიდერს ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც მთავრობის სახლთან ახლოს, კორპუსში აპირებდა შესვლას, სამართალდამცველებმა გზა გადაუღობეს და შენობასთან მიახლოების უფლება არ მისცეს. 

თორნიკე რიჟვაძე დღეს, არც მედიასთან გამოჩენილა. 

გაბრაზებული ამომრჩეველი იქამდე, კორონავირუსის რეგულაციების მიუხედავად, მთავრობის სახლთან ღამის გათენებას სპეციალურად მოწყობილ კარვებში გეგმავს.

სამართალდამცველების გარდა ხელისუფლების ინტერესებს "ქართული ოცნების" ტიტუშკებიც იცავდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, სწორედ მათ გამოჩენას მოჰყვა კიდევ ერთი დაპირისპირება. 

ტიტუშკები, რომ აქციაზე მმართველი პარტიის დავალებით მივიდნენ, ადასტურებს მათი ვინაობაც. ერთ ერთი მათგანი ბათუმის მერიის აიპის თანამშრომელი და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ხათუნა ჩხიკვაძეა. 

ავტორი: თეა ვარშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი