მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენების წინააღმდეგი და ამბობს რომ მედიკამენტს რეკომენდაციას არც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აძლევს:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გაცხადება, რომ არ გამოიყენონ რემდესივირი კოვიდ 19-ის სამკურნალოდ. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის აპელირებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ამ შემთხვევაში რატომ არ ითვალისწინებენ ძაან საინტერესოა?...
აღმოჩნდა, რომ სარგებელი და რისკის შეფასებისას, რისკები უფრო მაღალია ამ პრეპარატის გამოყენებისას. ნეგატიურად ვარ განწყობილი და ის ფული, რომელიც რემდესივირში უნდა გადაყარონ, ჯობდა ეყიდათ მაღალი წნევის მოწოდების ნიღბები" ამბობს კავკასიძე გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ირკვევა, რომ სახელმწიფო კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში სწორედ "რემდესივირს" გამოიყენებს, რადგან მას რეკომენდაციას ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი უწევს.
თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თავადაც ინფიცირებულია ამბობს, რომ პრეპარატი საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს და მისი მოქმედებით კმაყოფილია.
თუმცა, ცერცვაძისგან განსხვავებით, რომელმაც ამერიკული მედიკამენტი მიიღო, საქართველოს ხელისუფლება ბევრად იაფფასიან პრეპარატს შეიძენს.