საქმე მკვეთრად პოლიტიზირებულია, ბრალდება დაუდასტურებელია – EMC კარტოგრაფებზე

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. EMC–ის შეფასებით საქმეში წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია და ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დანაშაული არ დასტურდება.

"მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება აშკარად დაუსაბუთებელია და სრულიად არარელევანტურია სისხლის სამართლის კოდექსის 308 მუხლის – სახელმწიფო ტერეტორიული მთლიანობის დარღვევის გამოყენებით. მათ არ ჰქონდათ სათანადო უფლება, რაც საზღვრის ან ტერეტორიული მთლიანობის საკითხზე გავლენას რამენაირად მოახდენდა. არ დასტურდება რუკის გადამალვაც, მივიჩნევთ რომ მათ მიმართ დევნა უნდა შეწყდეს. ეს საქმე არის მკვეთრად პოლიტიზირებული, შეიძლება სასამართლოც არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი და სამართლიანი", – ამბობს EMC–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქალაქო სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი