უსამართლო სასამართლო-მოსამართლის უარი 214 თავმდებს, კვალიფიციურ გეოგრაფს და პოლიტიკური გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქალაქო სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. თამარ სულაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული. ამბობს, რომ ზვიად შარაძემ უკანონო დაკვეთა შეასრულა და კარტოგრაფები პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები თვლიან, რომ მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა. მათი თქმით, დაცვის მხარემ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა იმისთვის, რომ დაკავებულების უდანაშაულობა დაემტკიცებინათ. მათ შორის ალტერნატიული ექპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ სადავო რუკები მართლაც გამოუსადეგარი იყო, როგორც ამას დაკავებული კარტოგრაფები ამტკიცებდნენ.

კითხვა, რატომ იყო ალტერნატიულ ექსპერტიზაზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის გიგი უგულავას ძმის ხელმოწერა, პროკურორმა დასვა. 

ექსპერტი, რომელმაც სადავო რუკებზე ალტერნატიული დასკვნა გააკეთა, ირაკლი უგულავაა. 20 წელია, რაც კარტოგრაფიულ მასალებზე მუშაობს. ამბობს, რომ რუკა, რომლის არგამოყენებასაც კარტოგრაფებს ედავებიან, ხარვეზიანია და დიდ ცდომილებებს მოიცავს. მისთვის გაუგებარია, რატომ იქცა პროკურორის თავდასხმის ობიექტად.

ირაკლი უგულავას დასკვნა კვაზი ექსპერტიზად შეაფასა პროკურორმა. 

კარტოგრაფების საქმის პროკურორს საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მხარდამჭერები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

სასამართლოსთან შეკრებილები კარტოგრაფების უდანაშაულობის დასამტკიცებლად მზად იყვნენ, რომ მათ თავდებში ჩადგომოდნენ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი