გაიხსნას კურორტები და რესტორნები, გადავადდეს საბანკო სესხები – ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნები

გამოქვეყნდა:

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ლოქდაუნის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს და საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს:

  • დაუყონებლივ გაიხსნას სარესტორნო სფერო
  • გაიხსნას სამთო კურორტები
  • გადავადდეს საბანკო სესხები
  • დეტალურად დაიგეგმოს ბიზნეს–სექტორის აღდგენის პროცესი

ტურიზმის ალიანსში ამბობენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს და დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ.

"ოფიციალურად მივმართეთ პრემიერს თხოვნით, რომ გადაიხედოს ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ჩვენს ინდუსტრიაში, ორგანიზაციის წევრთა უმეტესობა დარჩა უსამსახუროდ" – ამბობს თამუნა თანდაშვილი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

 გასართობი ცენტრ "ლაიქის" დამფუძნებელი, გიორგი მთიულიშვილი ამბობს, რომ სამთო-სათხილამურო სეზონის იმედი ჰქონდათ, ახლა კი ყველაფერი განადგურებულია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც:

  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი