რეალურად ფიგურანტები ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ზურაბიშვილი არიან - კარტოგრაფების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

პროკურატურაში დღეს კარტოგრაფების საქმეზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, იკითხება, თუმცა დაპატიმრებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამოკითხვითაც. 

"ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ზურაბიშვილი საქმის ფიგურანტები არიან. ის, რომ ბრალდების მხარე ცალმხივად ცდილობს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკითხვას, მინიშნებს პროკურატურის სურვილზე, პოლიტიკური მოტივით წაიყვანოს საქმე", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში 2004-2005 წლებში იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი 2005-2008 წლებში იკავებდა.

აქვე - გუშინ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ პატიმრობაში დატოვეს

ცნობისთვის, კარტოგრაფები 7 ოქტომბერს დააკავეს. 

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი