კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორდია, "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა და რეალურად ბევრს სჭირდება დახმარება.
"ხალხი მეცოდება, იმდენი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში - ყველას სჭირდება დახმარება. ადგილებს მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გაუკეთონ", - ამბობს გარდაცვლილის მამა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა, რეაგირება და პაციენტის არასწორი მართვა გახდა.
დაინფიცირების შემდეგ 19 წლის თეკლა თორდია კოვიდსტატუმროში მოათავსეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის მიუხედავად, მისი გადაყვანა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც ერთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. მოგვიანებით ადგილი "გერმანულ ჰოსპიტალში" გათავისუფლდა, თუმცა 112-მა მისი ჰოსპიტალიზაცია დააგვიანა და კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო.