პარლამენტის სანაცვლოდ "ოცნება" ქუთაისს "მზეჭაბუკს" უდგამს და 100 000 ლარს ხარჯავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის, მთავრობის სახლის, სემეკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და აუდიტის სამსახურის გადატანის შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლება ქუთაისელებს სამაგიეროდ მზეჭაბუკის ძეგლს უბრუნებს.

ძეგლის აღმართვა კი ბიუჯეტს 100 000 ლარამდე დაუჯდება. პანდემიისა და საყოველთაო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

დაიხოცებითო, მოკვდებითო, დაგვკეტეს და მზეჭაბუკისთვის სცალიათ? - ამბობენ ქუთაისში. 

ხელისუფლების არაადექვატურობაზე და ბიუჯეტს ფულის ფლანგვაზე საუბრობენ ოპოზიციაში

"ყველაფერი წაიღენ ამ ქალაქიდან, მზე დაუბნელენ და ახლა გვიბრუნებენ მზეჭაბუკს?!" - ამბობს გოგი წულაია

​მზეჭაბუკის ძეგლი ქუთაისში 2009 წლამდე, აბაშიძის ქუჩაზე იდგა, მას შემდეგ კი რაც იქ პარლამენტის შენობა ააშენეს აიღეს და ახლა, 11 წლიანი პაუზის შემდეგ სკულპტურა 9 აპრილის ქუჩაზე დაიდებს ბინას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი