დღეს გასული 1 თვის ანაზღაურება გადავუხადე, ხვალიდან ყველანი ვართ შემოსავლის გარეშე - Reformerfitness-ის მფლობელი

გამოქვეყნდა:

ფიტნეს კლუბ Reformerfitness-ის  მფლობელი გიორგი ფუტკარაძე ამბობს რომ თანამშრომლებს ბოლო ერთი თვის ანაზღაურება გადაუხადა, თუმცა რა იქნება ამის შემდეგ, ფუტკარაძეს საუბარი უჭირს.

ის ამბობს რომ ვერ გადაიხდის ვერც კომუნალურ გადასახადებს და 1 კვირაში სპორტადრბაზს ელექტროენერგიას, გაზსა და წყალს შეუწყვეტენ:

დღეს ჩემი ანგარიშიდან გამოვიტანე თანხები და გასული 1 თვის ანაზღაურება გადავუხადე. ხვალიდან ყველანი ვართ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. 

ამ დღეებში მოგვივა კომუნალური გადასახადები, რის გადახადასაც ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შევძლეთ და შესაბამისად იმ შენობაში შეიძლება 1 კვრაში აღარ მოგვეწოდოს არც ელექტროენერგია, არც გაზი და არც წყალი.. ამის გარდა ჩვენ ოჯახები რჩება შემოსავლის გარეშე და შიმშილის ზღვარზე.

თუნდაც დავირუსების, ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ და რითი უნდა გადავირჩინოთ თავი? იანვარში რომ გვპირდებიან სოციალურ დახმარებებს ველოდოთ თუ ვის ხარჯზე უნდა ვიყოთ? ან რატომ უნდა მარჩინოს მე ჩვეულებრივმა გადასახადის გადამხდელმა ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ადამიანი, რომლსაც მაქვს უნარი თვითონ შევქმნა რაღაც?!" ამბობს გიორგი ფუტკარაძე ღამის მთავარში.

​შეგახსენებთ, რომ აკრძალვების დარღვევისთვის ფიტნეს კლუბი  10 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა დარბაზი მუშაობის შეწყვეტას არ აპირებდა. ბათუმში ზურა გირჩი ჯაფარიძე ჩავიდა და თქვა, რომ ფიტნეს კლუბი სახლად იქირავა.

ამის შემდეგ კლუბში პოლიცია შევიდა და დალუქა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი