ადვოკატები კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვებას დღეს გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში საქალაქოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ მეცნიერების წინასწარ პატიმრობაში დატოვება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათი თქმით, ივერი მელაშვილიც და ნატალია ილიჩოვაც ხელისუფლებას მძევლებად ჰყავს აყვანილი, თან ისე, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება დაკავებულების წინააღმდეგ არ არსებობს. 

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაში დატოვებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ჩვენს 30-გვერდიან დასაბუთებას, თუ რატომ უნდა გამოსულიყვნენ კარტოგრაფები ციხიდან უპასუხა 3-გვერდიანი ფარატინა განჩინებით", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქალაქო სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი