ამ დრომდე მძიმეა ბაღდათში, ყაჩაღური თავდასხმის დროს დაშავებული 80 წლამდე კაცის მდგომარეობა. სოფელ ფერსათში, გუგუციძეების ოჯახის დაყაჩაღებისას მძარცველები ფიზიკურად ასაკოვან ცოლ-ქმარს გაუსწორდნენ. ისინი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებული გულნაზი გუგუციძე ყვება, რომ ყაჩაღები ღამით ფანჯრიდან შეიპარენ და მათ თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი კონდახი მის მეუღლეს რამდენჯერმე ჩაარტყეს. 80 წლამდე კაცს სისხლჩაქცევები აქვს და არ არის გამორიცხული მას ოპერაცია დასჭირდეს.
"აღმოჩნა ინტრაცერებლური ჰემატომა, ამ დროისთვის კონსერვატიულ მკურნალობაზეა, თუ მოიმატებს ალბათ დასჭირდება ოპოერაცია. ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი. სისხლჩაქცევები", - ამბობს ექიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობას მუხლით დაიწყო.