დღეს დადასტურებული 4 033 ახალი შემთხვევიდან 1 705 თბილისიდანაა, 402 აჭარიდან, 624 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 2 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 4 033 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 705 თბილისიდანაა, 402 აჭარიდან ხოლო 624 იმერეთიდან.

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი -  1 705
  • აჭარა - 402
  • იმერეთი - 624
  • ქვემო ქართლი - 286
  • შიდა ქართლი - 281
  • გურია - 84
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 273
  • კახეთი - 239
  • მცხეთა- მთიანეთი - 62
  • სამცხე ჯავახეთი - 68
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 058 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 466 პირი იმყოფება.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი