
თბილისის მერი, კახი კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო სააგიტაციო მასალები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. მისი თქმით, პლაკატების თუ სხვა მასალის დატოვება ქალაქის იერსახეს პრობლემებს უქმნის.
"საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ქალაქში ყველაფერი", - თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია 1000 ლარი იქნება.