ქუთაისში "საუკუნის ძარცვა" გახსნილია - სმართადამცველებმა ქუთაისსა და ხელვაჩაურში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს წარსულში ნასამართლევი 2 ადამიანი დააკავეს. საქმე ეხება ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძარცვას ბოლო პერიდში, რომლის დროსაც მძარცველები მიკროსაფინანსოში იატაკის ამოჭრის გზით შევიდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მძარცველებმა 300 000 ლარი და ორი ქისა ოქრო წაიღეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმის გახსნის შესახებ ტელევიზიით გაიგეს, თუმცა დამატებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
"მისო ინტელექსპრესიის" ძარცვისთვის დაკავებულების დასაჭერად ჩატარებულ სპეცოპერაცია ინფორმაციას არ ფლობენ არც მეზობლები. სამართალდამცველებმა, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.
პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოირვე დაკავებულს უვადო ან 20 წალმდე პატიმრობა ემუქრებათ.