ბათუმში, უწყვეტ აქციაზე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, უზენაესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეები აპირებდნენ ჰელიუმის ბუშტები გაეშვათ, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს. 

დაპირისპირება პოლიციასთან ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეები გასცდნენ პროტესტის გამოხატვის ნებადართულ ჩარჩოებს და იყო პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა, თუმცა, აქციის მონაწილეები ამ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანია. 

ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია დაკავებული, რასაც პოლიციაც ადასტურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი