დღევანდელ საკოორდიანციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსისგან გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი.
"ვუსამძიმრებ თეკლას ოჯახს. ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარებს შესწავლა - ისინი გააკეთებენ განცხადებას, დასკვნებს, თუ რა ხარვეზებმა გამოიწვია ლეტალური შედეგი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა კითხვას. ეს კითხვები პასუხგაცემული პირველ რიგში მესაჭიროება მე, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა", - ამბობს ტიკარაძე.
შეგახსენებთ რომ თეკლა თორდიას ოჯახი გარდაცვალების მიზეზად დაგვაინებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას ასახელებს.