უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილისმ ბერდია სიჭინავას განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი მსუბუქდება.
"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს, სახელმწიფო საზღვარზე დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის არ ქონის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12 დღიან თვითიზიოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებით", - თქვა ბერდია სიჭინავამ.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.