უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის.
ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით.
"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის კუთხით, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას", - განაცხადა სიჭინავამ.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.