ქუთაისში კორონავირუსით 54 წლის ექთანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა. 54 წლის მარინე გოდუაძე ორი კვირის წინ დაინფიცირდა.

როგორც კლინიკის დირექტორი, გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, დაინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია და არ არის გამორიცხული, ის რომელიმე პაციენტი ყოფილიყო. გარდაცვლილს თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ექთანი კლინიკაში გუშინ, პირველ დეკემბერს გარდაიცვალა.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი