ხმაური პარლამენტის შენობასთან - პოლიციამ აქტივისტებს კარვებში, ხის ფიცრების შეტანის საშუალება არ მისცა.
აქტივისტებს საკანონდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე დღეა კარვები აქვთ გაშლილი და ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქტივისტები კი ფიცრებზე დაწოლას და ღამის ასე გათენებას აპირებდნენ.
შეიძლება შენ შენ თავს რაღაც დაუშავო, თქვენ ამ ნივთებს მარგინალური ქმედებებისთვის გამოიყენებთო - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: საბა ბუაძე