
ქართული ულტრა–ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია "ქართული მარში" და პრო–სამთავრობო სატელევიზიო პლატფორმა PosTV თანამშრომლობდნენ და ფეისბუქზე თავიანთი პოსტების დასარეკლამებლად საერთო არაავთენტურ ქსელს იყენებდნენ. – ასეთია ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის DFR-lab–ის კვლევის შედეგები.
DFR-lab–ის ინფორმაციით, საერთო არაავთენტური ქსელი, რომელსაც ქართული მარში და PosTV იყენებდნენ, შენიღბული იყო, როგორც გასართობი, ონლაინ–გაყიდვების, მოგზაურობის პლატფორმა, რომელიც 30 ფეისბუქ გვერდს, 30 ჯგუფს და 10 ფეისბუქის პირად ანგარიშს აერთიანებდა. "ქართული მარში" და PosTV ამ გვერდების ხარჯზე, ფეისბუქზე 98 000 მომხმარებლის მოწონებას იმატებდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ფეისბუქ გვერდებთან კავშირი აქვს ბლოგერსა და ფოტოგრაფ გიორგი თორელს.
DFR-lab–ის გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში "ქართული მარშის" შესახებ ნათქვამია, რომ 2017 წელს დაარსებული ულტრა–ნაციონალისტური დაჯგუფება, 2020 წელს პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა და საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
DFR-lab წერს, რომ ქართული მარში LGBT–თემის ემიგრანტებისა და დემოკრატიის მხარდამჭერების წინააღმდეგ იბრძვის. იქვე ნათქვამია, რომ "ქართული მარში" უარყოფს კრემლისგან მხარდაჭერას და რუსეთის ქოლგა ორგანიზაციად, როგორც ამას მათზე ესტონური საერთაშორისო უსაფრთხოების სერვისი EFIS–წერს, თავს არ მოიაზრებს. DFR-lab–ის თქმით, მარშს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთისგან მხარდაჭერილ ბიზნესმენებთან, მაგალითად ლევან ვასაძესთან, რომელსაც ნაცისტური შეხედულებები აქვს.
კვლევაშივე ნათქვამია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება "ქართულ მარშს" მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მიიჩნევს. DFR-lab ამბობს, რომ ქართულმა iFACT–მა "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ნათესავების მიერ "ქართული ოცნებისთვის" ფულის შეწირვა დაადასტურა.
გარდა ამისა, ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია ამბობს, რომ "ქართულ მარშს" საქართველოში "ქართული ოცნება" იყენებს როგორც დამაშინებელ ძალას, რომელიც თან მმართველ პარტიას აკრიტიკებს.
რახ შეეხება, PosTV–ს, DFR-lab ამბობს, რომ ტელევიზია პრო–სამთავრობოა და მისი უფროსი ლაშა ნაცვლიშვილი ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველია. ნათქვამია, ისიც რომ PosTV–ის აღმასრულებელი დირექტორი შალვა რამიშვილი სამოქალაქო და დემოკრატიულ საზოგადოებას თავს ესხმის.
DFR-lab საუბრობს, შალვა რამიშვილის ბრალდებებზეც, მათ შორის 100 000 დოლარის გამოძალვა, თანამშრომლის სექსუალურად შევიწროება. კვლევაშივე წერენ, რომ მსგავსი ბრალდებების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა შალვა რამიშვილი საჯაროდ შეაქო. გარდა ამისა, კვლევის თანახმადვე, PosTV საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლის დროს პროტესტის დისკრედიტაციასაც ეწეოდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელდებდა.