მეტრო "ვარკეთილის" ჭერი ისევ შესაკეთებელია-მერიამ 3 წელი დიზაინერი ვერ შეარჩია 

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევიდან თითქმის სამი წელი გავიდა და დღეს ვიგებთ, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაცია იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მერიამ 3 წლის განმავლობაში დიზაინერი ვერ მოძებნა. 

დეტალების გარკვევა, რატომ ვერ მოხერხდა სამი წლის განმავლობაში მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაცია და დიზაინერის მოძებნა დღის ბოლოსაც ვცადეთ. კითხვებით გაღიზიანებულმა კალაძემ "მთავარს" ტრადიციული აგრესიით უპასუხა. 

მეტრო "ვარკეთილის" დაზიანებული ჭერი კი მგზავრებს საფრთხეს უქმნის. 

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ დიზაინერის პრობლემა ქვეყანაში არ არის და კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ მიზეზია რეალური პრობლემის გადასაფარად. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ რომ ფული რომელიც მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოიყო, შეჭმულია. 

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა. დაშავდა 11 ადამიანი.

შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულდა და ამისთვის თბილისის მერიამ 350 000 ლარამდე დახარჯა. სამუშაოები კომაპნია "ყვარელრემმშენმა" შეასრულა, სავარაუდოდ უხარისხოდ. პასუხი ამ კომპანიისთვის ნგრევის გამო, არავის მოუთხოვია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი