
სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტმა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერტიკალში რუსეთთან ჰარმონიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ იჩინა თავი, ახალი მიმართულება ჰპოვა.
ცნობილი ხდება, რომ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის თანაშემწე სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში რენატ ქარჩავა გადადგა.
გადადგომის მიზეზად საკვანძო საკითხებში ე.წ, პრეზიდენტთან სრული უთანხმოება და ე.წ. ჰარმონიზაციის შესახებ შეთანხმებაა, რომელიც რუსეთს ხელფეხს უხსნის აფხაზეთის ტერიტორიაზე მისთვის ხელსაყრელი ბიზნესის, მათ შორის, კრიპტოვალუტის საწარმოებლად. ინფორმაცია დახურულ ჯგუფებში გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.