10.000 ვაქცინა საქართველოს ხელისუფლებისგან არ მიგვიღია - დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ხელისუფლებამ 10.000 ცალი გრიპის ვაქცინა გადასცა, თვითაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ჭახნაკია ესხმიანება და არაზუსტს უწოდებს. 

ჭახნაკიას განცხადებით, 10.000 ვაქცინა მათ არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ unicef-მა გადასცა. მისივე თქმით, მსგავსი საკითხებით ჰუმანიტარულ საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ზურაბ ლაკირბაიაა დაკავებული. 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცეს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი