არ მომკვდარა, ნინო მოკლეს - 24 წლის გოგო მცხეთის საავადმყოფოში COVID19-ით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს. 

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთოშა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს." - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილი, მარიამ გულიკაშვილი 

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის თქმით, ოჯახმა არ იცოდა, რომ ნინო გულიკაშვილს თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. 

"მას არ ჰქონდა დადასტურებული შაქრიანი დაიბეტი, მათ არ იცოდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გოგონას ჰქონდა შაქრის ციფრები მაღალი. მე არ მსურს, მისი ახლობლების არაკომპეტენტურ კომენტარებზე გავაკეთო შესაბამისი კომენტარი. ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები. მე არ შემიძლია ვილაპარაკო ჩემი კლინიკის ბრალეულობაზე. ოჯახის წევრებს შეუძლია მოვიდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ავუხსნით. მას ერთხელ აქვს PCR ტესტირება ჩატარებული და დადგინდა კორონავირუსის ინფექცია," - თქვა ლიკა მუმლაძემ

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი