დედა მიკვდება სახლში - COVID-19-ით ინფიცირებული 70 წლამდე ქალი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლი - გადატვირთული საავადმყოფოები და პარალიზებული სასწრაფო - სოფელ აღაიანში მცხოვრები, 70 წლამდე ქალი რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ინფექციას საკუთარი ძალით ებრძვის. ურგუია ბაირამოვი კორონავირუსთან ერთად, ქრონიკული ასთმითაც არის დაავადებული, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

ოჯახი ამბობს, რომ არა ერთი გამოძახების მიუხედავად, მასთან სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფიც არ მისულა.

დედა მიკვდება სახლში, მესამე დღეა ვცდილობ საავადმყოფოსი მოვათავსო, სასწრაფოში ვრეკავ არ მპასუხობენ. თუ მიპასუხებენ კიდევაც სხვაგან დარეკეთო. - სამინისტროს ნომერი მომცეს, იქიდან მითხრეს დაგიკავშირდებიანო, როდის, რომ მოკვდება მერე დამიკავშირდებიან ?! - ამბობს ურგუია ბაირამოვის შვილი. 

კასპის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამტკიცებენ, რომ დაწესებულებაში შეტყობინება საერთოდ არ შესულა და ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოძახების შემთხვევაში ადგიზლე ყოველთვის მიდის. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი