საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ღამე კარვებში გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან "კარვების ქალაქი" ერთპარტიული პარლამენტის შეკრებამდე არ დაიშლება. სამოქალაქო აქტივისტები სწორედ პირველი სხდომის პარალელურად გამართავენ საპროტესტო აქციას, მთელი ოპოზიციური სპექტრი კი მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და საბოლოოდ გამოუცხადებს ბოიკოტს არალეგიტიმურ პარლამენს.
"სრულ სოლიდარობას ვუცხადებს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს და კარვების აქციას. რაც შეეხება ივანიშვილის პირად ნოტარიულ პარატად გადაქცეულ ცესკოს და ნოტარიუს ჟვანიას ისინი უბრალოდ ბეჭედს დაარტყამენ დაწერილ შედეგებს", - ამბობს "ლეიბორისტული" პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საერთო დეკლარაციის გაფორმებასაც გეგმავს, სადაც მთავარი მოთხოვნები: ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება აისახება.